მთავარი სამართალი შინაური ცხოველების ცოცხლად დამარხვის ფაქტი ხაშურში – შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

შინაური ცხოველების ცოცხლად დამარხვის ფაქტი ხაშურში – შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

0 238

 

შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალისა და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ასახული იყო შინაური ცხოველების ცოცხლად დამარხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შსს-მ ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სავანის“ ბალანსზე არსებულ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა პოპულაციის ცენტრში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ფაქტის გამოძიების მიზნით, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც, ხაშურში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა პოპულაციის ცენტრში მყოფ მიუსაფარ ცხოველებს ცენტრის ტერიტორიაზევე ცოცხლად მარხავდნენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი