მთავარი საზოგადოება საქველმოქმედო აქცია და კონცერტი ხურვალეთში მცხოვრები დევნილი მოზარდებისთვის

საქველმოქმედო აქცია და კონცერტი ხურვალეთში მცხოვრები დევნილი მოზარდებისთვის

კომპანია QNET -ის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს სტუმრობდნენ.

39121828_1871358949825504_1569827387254767616_n

მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ ახალგზარდებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის ტკბილეული ჩაუტანეს. აქციის ფარგლებში, დევნილი თანატოლებისთვის სამუსიკო კვარტეტის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა,სადაც შესრულდა როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები. ღონისძიების დასასრულს 60 დევნილ ბავშვს სიურპრიზი მოუწყევს და საჩუქრები გადასცეს.

39227369_1871358943158838_8552408431942696960_n

,,ბავშვებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ მზრუნველობა, ყურადღება და თანადგომა. შევეცადეთ, მათთვის შეძლებისდაგვარად გაგველამაზებინა და გაგვეხალისებინა ერთი დღე. ეს აქცია კიდევ ერთი კეთილი საქმეა, ამ დასახლებაშიც, ისევე როგორც ყველგან, სადაც არიან ბავშვები. მოხარულები ვართ, რომ დღეს გორში ვიმყოფებით და შესაძლებლობა მოგვეცა, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პატარებისთვის და მოზარდებისთვის პირადად გადაგვეცა საჩუქრები, რომლებიც, იმედი გვაქვს მათ გაახარებს და მოეწონებათ’’.

39200118_1871358566492209_4612059697762009088_n

ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი