მთავარი პოლიტიკა სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგება

სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგება

0 210

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დღეიდან, 22 აგვისტოდან, მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ახალდანიშნული გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის არის. ბესიკ ამირანაშვილი თანამშრომლებს რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარუდგინა.

“ვიდრე ბესიკ ამირანაშვილი ოფიციალურად დაინიშნებოდა, მე გავიკითხე მისი საქმიანობა და ერთი ჩრდილი ვერ ვნახე”, – განაცხადა შეხვედრაზე სოზარ სუბარმა.

ახლლდანიშნული მხარის რწმუნებულის განმარტებით მთავარი გამოწვევა რეგიონიში ეკონომიკური პრობლემებია: “მადლობა პრემიერს რომ ამ ლამაზ რეგიონის გუბერნატორად დამნიშნა, ჩემს პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებ. პრემიერის დავალებაა რომ ხალხთან აქტიური კომუნიკაცია მქონდეს. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს”.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2016–2017 წლებში კი შს მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი