მთავარი საზოგადოება პოლიციელები, რომლებმაც შსს-ს აკადემიაში გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან გათავისუფლდნენ

პოლიციელები, რომლებმაც შსს-ს აკადემიაში გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან გათავისუფლდნენ

საპატრულო პოლიციის 500 თანამშრომლიდან დაახლოებით 50-მა შსს-ს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარა, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება სექტემბრიდან ისევ გაგრძელდება და ის დაახლოებით 1000 პატრულ-ინსპექტორს შეეხება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს იმუშავებენ პოლიციაში. მათ საბაზისო სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებაზე დაბრუნება შეეძლებათ, ეს იქნება საპატრულო პოლიციის საბაზისო კურსი თუ სხვა“, – განაცხადა შსს-ს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კურსი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადიან, ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებსგამოცდის ჩაბარება უწევთ როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ისე იარაღის სროლაში. ასევე მოწმდება მათ მიერ ადმინისტრაციული ოქმების შევსების ხარისხი.

მისივე განმარტებით, საპატრული პოლიციის თანამშრომლების გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულების კადრების გადამზადება დაიწყება, მათ შორის დაგეგმილია გამომძიებლებისა და მესაზღვრეების გადამზადება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი