მთავარი საზოგადოება ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო

ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო

გურიაში გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგოს დედა სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.

თამუნა ძნელაძე თანაგრძნობისთვის მადლობას იხდის და საზოგადოების ნაწილს მიმართავს, ამ ტრაგედიაში მშობლების პასუხიმგებლობაზე არ ილაპარაკონ, რადგან მათ არაფერი იციან ამ ურთიერთობის შესახებ.

„ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო… მე არც გული, არც ენერგია მაქვს ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ , ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა… არ ვიცი რატომ არ გამენდო მე მის დედას, მე მის მეგობარს, მე მის სათაყვანოს… რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს…. მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ თორემ, არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა… ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა… ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან.”,- წერს გარდაცვლილი გოგოს დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგოს, 22 წლის ბიჭი აიძულებდა მისთვის ინტიმური ფოტოები და ვიდეო გაეგზავნა. მოგვიანებით, ბრალდებულმა გოგოს დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

ბრალდებული შსს-მ ოზურგეთში დააკავა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი