მოსკოვში სამმა დამ საკუთარი მამა სასტიკად მოკლა

    0 298

    27 ივლისის საღამოს, როცა მოსკოვის გარეუბან ალტუფიევოში მცხოვრებმა მიხეილ ხაჩატურიანმა სავარძელში ჩაძინებულმა თვალი გაახილა, დაინახა რომ მისი 3 ქალიშვილი თავს დადგომოდნენ.  უფროსი 19 წლის კრისტინა წიწაკის სპრეით იყო შეიარაღებული, შუათანა 18 წლის ანგელინა ჩაქუჩით, ხოლო უმცროსი 17 წლის მარია კი სანადირო დანით. მამამ გაქცევა სცადა მაგრამ დანითა და ჩაქუჩით მიყენებული 36-მდე ჭრილობით მხოლოდ სახლის კარებამდეღა მიაღწია და დერეფანში სული დალია.

    ბოლო 1 თვის განმავლობაში ბევრი დეტალები გახდა ცნობილი აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოებრივი აზრი და ხალხის დამოკიდებულება გოგონების მიმართ მნიშვნელოვნად შეცვალა. აღმოჩნდა, რომ მიხეილ ხაჩატურიანი ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა. ოჯახის გარეთ ის უაღრესად რელიგიური, მორწმუნე ადამიანი იყო, სომხური დიასპორის ერთერთი ლიდერი და ავტორიტეტული პიროვნება, რომელიც საკუთარ მეგობრებს ხშირად ანებივრებდა სხვადასხვა საჩუქრებითა და ყურადღებით.

    თუმცა ოჯახის შიგნით და სამეზობლოში იგი კარდინალურად განსხვავებული ადამიანი აღმოჩნდა.  მეზობლები მას ახასიათებენ როგორც უაღრესად კონფლიქტურ პიროვნებას, რომელიც ხშირად ემუქრებოდა იარაღით მეზობლებსა და საკუთარი ოჯახის წევრებს. მან უმცროს ვაჟ სერგეის ჯერ გაზის იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი 16 წლის ასაკში სახლიდან გააგდო.  დაახლოებით 2 წლის წინ, 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, სახლიდან გააგდო აგრეთვე საკუთარი მეუღლე, რომელსაც მანამდე ჯერ სისტემატიურად სცემდა ბეიზბოლის ჯოხით და ერთხელ დანითაც ჰქონდა ჭრილობები მიყენებული მისთვის.

    აღმოჩნდა, რომ სხვა ,,სიკეთეებთან’’ ერთად მიხეილ ხაჩატურიანს კრიმინალურ სამყაროსთანაც ჰქონდა ახლო კავშირი. მეზობლები მას მოიხსენიებენ როგორც უბნის ,,მაყურებელს’’, რომელიც ასევე ნარკოვაჭრობითაც იყო დაკავებული. პოლიციამ მის მანქანაში ჰეროინით სავსე ჩანთა აღმოჩინა.

    დანაშაულში ბრალდებულ გოგოებთან გასაუბრებისას ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ მათ ჩამოყალიბებული აქვთ მსხვერპლის მენტალიტეტი. ისინი იზრდებოდნენ მეტად ნერვულ გარემოში და მამამისი მათ როგორც მონებს ისე ექცეოდა. მიხეილ ხაჩატურიანს დამონტაჟებული ჰქონდა სახლში ვიდეო კამერები და სრულ კონტროლქვეშ ჰქონდა აყვანილი გოგონების ნებისმიერი ნაბიჯი. ყოველდღიური სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა იგი ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდა მათ .

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი