მთავარი საზოგადოება ,,მაჭახელა” მომხმარებელს ბოდიშს უხდის

,,მაჭახელა” მომხმარებელს ბოდიშს უხდის

„გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო, სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ჰქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონსტრირება. სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების, თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში, მათ შორის, ადმინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორად გამოხატა ჩვენი პოზიცია. იმედია, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას, რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული“, – წერია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპირების მე-10 წლისთავზე ქართულ რესტორან „მაჭახელა სამიკიტნოში“, თავისუფლების მოედანზე ინციდენტი მოხდა. იქ შესულ აქციის წევრებს მაგიდიდან პუტინის ტრანსპარანტი ააღებინეს იმ მოტივით, რომ რესტორანი არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი