მთავარი საზოგადოება ლაგოდეხის სიახლოვეს, უკვე მრავალი წელია, რაც ერთ-ერთ საფლავს საბრძოლო ვერტმფრენი „დარაჯობს”

ლაგოდეხის სიახლოვეს, უკვე მრავალი წელია, რაც ერთ-ერთ საფლავს საბრძოლო ვერტმფრენი „დარაჯობს”

ლაგოდეხის სიახლოვეს, სოფელ გიორგეთის სასაფლაოზე, უკვე მრავალი წელია, რაც ერთ-ერთ საფლავს საბრძოლო ვერტმფრენი „დარაჯობს”…

აქ ქართველი სამხედრო პილოტი – ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე განისვენებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ეროვნულ გმირად აღიარეს.

მას რუსები მეტსახელად „ჩორნი პალკოვნიკს” (შავი პოლკოვნიკი) ეძახდნენ. ჯიმი მაისურაძე ავღანეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძოდა. 1992 წლის 26 დეკემბერს, მისი – „МИ-24″ მოწინააღმდეგისდესანტებმა რაკეტით აფხაზეთში ჩამოაგდეს.

პილოტის მეგობარმა, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, მის საფლავზე ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი დასვა, რადგან ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა ჯიმი მაისურაძის ოჯახს და არც მისი ხსოვნის პატივსაცემად ზრუნავდა. ვერტმფრენი დღესაც იქ დგას…

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი