მთავარი უცხოეთის ამბები ინდოეთში მუსონურ წვიმას სულ 774 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში მუსონურ წვიმას სულ 774 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სხვადასხვა შტატში მუსონური წვიმის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 774 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი შტატები დაზარალდნენ.

გარდაცვლილების გარდა არიან დაკარგულებიც. სამაშველო ოპერაციებში ეროვნული არმია და საპოლიციო დანაყოფები მონაწილეობენ.

2013 წელს მუსონური წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი