მთავარი უცხოეთის ამბები იაპონურ სკოლებში ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები „იმუშავებენ“

იაპონურ სკოლებში ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები „იმუშავებენ“

პირველ ეტაპზე ინგლისურენოვანი რობოტები ქვეყნის მასშტაბით 500 სკოლაში გამოჩნდება. პროექტის მიზანი უცხო ენაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცოდნის გაუმჯობესებაა.

პროგრამა ქვეყანას სრულად 2 წელში მოიცავს. სკოლების რობოტიზაციის პირველი ეტაპი 2019 წლის აპრილში დაიწყება.

ბოლო წლების განმავლობაში რობოტებმა იაპონიის საკლასო ოთახები დაიპყრეს. ჯერ კიდევ 2009 წელს იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში რობოტი საია გამოჩნდა. ის გაკვეთილებს მე-5 კლასელებს უტარებდა.

ფოტო: shutterstock.com

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი