მთავარი საზოგადოება ზაზა სარალიძე აქციების დაწყებას აანონსებს

ზაზა სარალიძე აქციების დაწყებას აანონსებს

„ეჭვი მაქვს, გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. იმის მერე, რაც მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებად გამოგვაცხადეს, დღევანდელი ფაქტი არ გამკვირვებია. უკან დახევას არ ვაპირებ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, სახელმფწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძლებას და მჭირდება ხალხი გევრდზე, ერთხელ და სამუდაოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ ბრიფინგზე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დღესგაათავისუფლა.

ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი