მთავარი უცხოეთის ამბები ეკონომიკური კრიზისის გამო ვენესუელიდან ათასობით ადამიანი გარბის

ეკონომიკური კრიზისის გამო ვენესუელიდან ათასობით ადამიანი გარბის

მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა ხელისუფლების წარმომადგენლებთნ და ძალოვნებთან საგანგებო სხდომა გამართა. ქვეყანაში მიგრანტების ზრდასთან დაკავშირებით უკმაყოფილება იზრდება.

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მოსახლეობა იძულებულია თავშესაფარი ბრაზილიასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში ითხოვოს.

19 აგვისტოს ეკვადორმა ვენესუელელი მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

მანამდე კი 7 აგვისტოს ბრაზილიის შტატის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ ვენესუელასთან საზღვარი უნდა დაკეტილიყო, რადგან ქვეყნიდან მოზღვავებულია ლტოლვილების რაოდენობა. მისი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფედერალურმა ხელისუფლებამ და უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა.

ვენესუელაში რამდენიმე წელია გრძელდება ეკონომიკური კრიზისი. ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტების უკმარისობაა, რომელთა უმრავლესობის ფასი 2017 წელს ვენესუელურ ბოლივარში 1000%-ით გაუფასურდა. ექსპერტები 2018 წლის ბოლოს მილიონი პროცენტის ინფლაციას წინასწარმეტყველებენ.

ფოტო: Twitter

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი