მთავარი უცხოეთის ამბები გარეული ღორებისგან თავის დასაცავად, დანია გერმანიის საზღვართან 70-კილომეტრიან ღობეს ააშენებს

გარეული ღორებისგან თავის დასაცავად, დანია გერმანიის საზღვართან 70-კილომეტრიან ღობეს ააშენებს

დანია გერმანიის საზღვართან 70-კილომეტრიანი კედლის აშენებას გეგმავს.

ამ კონსტრუქციამ დანიაში შინაური ღორები გერმანული გარეული ტახებისგან უნდა დაიცვას, რომლებიც ღორის აფრიკული ჭირის გადამტანები არიან.

როგორც Deutsche Welle წერს, ამ დაავადების შემთხვევები არც დანიაში და არც გერმანიაში არ დაფიქსირებულა, თუმცა ის გავრცელებულია ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.

ღობეს, რომელიც სიმაღლეში 1,5 მეტრი იქნება, 2019 წელს ააშენებენ და ის დანიას 11 მილიონი ევრო დაუჯდება.

ბევრი დარწმუნებულია, რომ ღობე პრობლემას ვერ მოაგვერებს. ეკოლოგები კი შიშობენ, რომ ის სხვა ცხოველების მიგრაციას შეუშლის ხელს.

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ათობით გარეულმა ღორმა ბელარუსსა და ლიეტუვას შორის საზღვარი გადაკვეთა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადავიდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი