მთავარი პოლიტიკა პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა

პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა

0 599

პრემიერმა, სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

“სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარმოგიდგენთ ბესიკ ამირანაშვილს, დღემდე ის იკავებდა შსს სამინისტროს იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას და წარმატებებს ვუსურვებ მას ამ საქმიანობაში”,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარდგენისას.

სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, შს სამინისტროში სხვადსხვა პოზიცია ეკავა, მათ შორის მინისტრის მოადგილის პოსტიც.

მამუკა ბახტაძემ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად კიდევ ექვსი რეგიონის:სამეგრელოს, გურიის, მცხეთა–მთიანეთის,ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და იმერეთის გუბერნატორები წარადგინა.

“ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება,სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლება, ამის გადასაჭრელად დაგეგმილი პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ის გეგმები, რომელიც ჩვენ დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის უნდა განხორცილედეს შეუფერხებლად და სრულყოფილად, ძალიან მაღალი დონის დისციპლინით. რწმუნებულებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავა”,–განაცხადა ბახტაძემ გუბერნატორების წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის – სამცხე – ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა – მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.რამდენიმე თვე გუბერნატორის ადგილი ვაკანტური იყო იმერეთის რეგიონშიც.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი