მთავარი საზოგადოება ბათუმში მაშველებმა ძლიერი შტორმის დროს კაცი გადაარჩინეს ( ვიდეო)

ბათუმში მაშველებმა ძლიერი შტორმის დროს კაცი გადაარჩინეს ( ვიდეო)

სამსახური ბათუმში მაშველებმა 4-5 ბალიანი შტორმის დროს ზღვიდან კაცი გამოიყვანეს, რომელიც შველას ითხოვდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. კაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული. 43 წლის კაცი მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ გადაარჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება ბათუმში მაშველებმა 4-5 ბალიანი შტორმის დროს ზღვიდან კაცი გამოიყვანეს, რომელიც შველას ითხოვდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. კაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული. 43 წლის კაცი მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ გადაარჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.