მთავარი სამართალი ადვოკატი: ექსპერტების წინასწარი დასკვნით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაური ჯანმრთელია

ადვოკატი: ექსპერტების წინასწარი დასკვნით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაური ჯანმრთელია

0 90

“სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ჯანმრთელი და გაწონასწორებულია”, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ფსიქიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოკითხვა-გასაუბრების შემდეგ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპერტებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრება დაასრულეს და პირად საუბარში აცხადებენ, რომ კობაური ჯანმრთელია.
რაც შეეხება წერილობით დასკვნას, მალხაზ კობაურის ადვოკატები მას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მალხაზ კობაური უდანაშაულოა და ამას ექსპერტების დასკვნაც ამყარებს.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომენტარისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი