მთავარი სპორტი ჯონ ჯონსი 205 ათასით დაჯარიმდა და ლიცენზიაც ჩამოერთვა

ჯონ ჯონსი 205 ათასით დაჯარიმდა და ლიცენზიაც ჩამოერთვა

0 186

UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა კალიფორნიის სპორტსმენთა კომისია ვერ დააჯერა იმაში, რომ დოპინგი შეგნებულად არ მიუღია.

MMAJUNKIE-ს ინფორმაციით, ჩვენებაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ჯონსი დარწმუნებით ამტკიცებდა და უფალს იფიცებდა, რომ დოპინგის მიღების დროს არ იცოდა, რას ჩადიოდა.

ჯონსის ადვოკატს მტკიცებულებად მოჰყავდა პოლ სკოტის დამოუკიდებელი ლაბორატორიის ჩვენებები, რომლის მიხედვითაც, ტურინაბოლის მეტაბოლიტების დონე სპორტსმენის სისხლში გაცილებით მეტი იქნებოდა, ჯონსს რომ დოპინგი შეგნებულად მიეღო. თუმცა, პოლ სკოტმა აღიარა, რომ ვერ გამოიტანს საბოლოო განაჩენს იმის თაობაზე, რა გზით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ტურინაბოლი ჯონსის ორგანიზმში.

CSAC-ს გამოძახებული ექსპერტი დამოწმდა, რომ ის სკოტის ვერდიქტს ვერ დაეთანხმება და ვერ იტყვის დაზუსტებით, შეიძლება თუ არა, რომ ეს ყველაფერი საკვებ დანამატში ყოფილიყო.

ჯონსის გუნდმა 15 საკვებ დანამატზე და მასაჟის კრემებზე გაიარა შემოწმება, მაგრამ ტურინაბოლი არსად არ იყო აღმოჩენილი.

ყველა მტკიცების შემდეგ, CSAC-ы თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ ჯონსმა ადრე კომისიას დაუმალა იმის შესახებ, რომ თავის დროზე სქესობრივი დისფუნქციის საწინააღმდეგო წამლებს იღებდა, რასაც UFC 200-ის ტურნირზე დოპინგ-ტესტის ჩაგდებას აბრალებდა.

გარდა ამისა, სპორტსმენს მისი ძველი პრობლემებიც შეახსენეს კანონთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ფიცის დაჯერება არ შეიძლება.

შედეგად, მებრძოლი 205 ათასი დოლარით დაჯარიმდა და ჩამოერთვა ლიცენზია, რომელსაც ვადა 28 აგვისტოს გასდიოდა. ახალი ლიცენზიის აღება კი, მას მხოლოდ USADA-სთან პრობლემების მოგვარების შემდეგ შეეძლება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი