მთავარი სპორტი ზინედინ ზიდანი: “მარცხი არ დაგვიმსახურებია, ამიტომ ის ძალიან მტკივნეულია”

ზინედინ ზიდანი: “მარცხი არ დაგვიმსახურებია, ამიტომ ის ძალიან მტკივნეულია”

0 122

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ესპანიოლის” წინააღმდეგ განცდილ მარცხზე (0:1) ისაუბრა.

“პირველი ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში კი, საკუთარი თამაშის პოვნა ვეღარ შევძელით.

ზედიზედ ხუთი წარმატებული მატჩის შემდეგ, კვლავ ვერ მოვახერხეთ წარმატების მიღწევა. მარცხი არ დაგვიმსახურებია და ის ძალიან მტკივნეულია.

შედეგი თამაშს არ შეესაბამება, რადგან “ესპანიოლს” ძალიან ცოტა საგოლე მომენტი ჰქონდა. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ გოლი დამატებით დროში გავუშვით. ამასთან, ამდენი დახარჯული ენერგიის შემდეგ, შეგუება ძალიან რთულია.” – აღნიშნა ზიდანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი