მთავარი საზოგადოება ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, “სსე” განცხადებას ავრცელებს

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, “სსე” განცხადებას ავრცელებს

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „შენი მედია გუნდი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 28 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, 14 წლის ა.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატავად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ბავშვი დაშავდა, მათ შორის, ერთი გარდაიცვალა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი