მთავარი საერთო კომპანია ,,QNET“-მა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

კომპანია ,,QNET“-მა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

0 19

მზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრ ,,ლაზარეს“ , შობა-ახალი წელი კომპანია QNET-ის წარმომადგენლებმა, ტკბილეულითა და საჩუქრებით მიულოცეს. კომპანიამ, ასევე უზრუნველყო 18 ბავშვის საახალწლო განწყობის ამაღლება და მათ ვენდისში უმასპინძლეს, სადაც სპეციალურად ,,ლაზარეს“ აღსაზრდელებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.

კომპანია QNET -ი მომავალშიც გეგმავს მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიების ჩატარებას.

ჟანა ნათობიშვილი: მზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრ ,,ლაზარეს“ დირექტორი.

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ,,QNET“-ს, რადგან ბავშვები იმდენად გახარებულები არიან, რომ მიჭირს მათი ემოციების სიტყვებით გამოხატვა. იშვიათად ხდება, როცა ამდენი ადამიანი ასე მობილიზირებულად არის ჩართული სიკეთის კეთებაში, ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასათვის, თუ როგორ შეიძლება სიყვარულითა და თანადგომით, ბევრი კეთილი საქმის კეთება და ბავშვების გაბედნიერება. ასე რომ მადლობა თქვენ ამ დღის ასე ლამაზად ორგანიზებისთვის“.

დიანა ყრუიშვილი: კომპანია QNET -ის წევრი.

,,მადლიერი ვართ პირველ რიგში კომპანია QNET -ის, რადგან მათი მხარდაჭერით განხორციელდა ეს ღონისძიება, რაც მთავარია ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, გუშინდელი ღონისძიებით. ეს არის კიდევ უფრო დიდი სტიმული თითოეული აიარისთვის, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტი შემართებით შევძლებთ ბევრი კარგის საქმის გაკეთებას”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი