მთავარი საზოგადოება კომპანია QNET-ი ფინანსურ პირამიდებს უპირისპირდება

კომპანია QNET-ი ფინანსურ პირამიდებს უპირისპირდება

საერთაშორისო ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET საქართველოში ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ კანონის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, იურისტმა იასე ზაუტაშვილმა საქართველოში მოქმედ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

DSC_1874

შეხვედრას კომპანიის გენერალური დირექტორი ტრევორ კუნა და დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთში კომპანიის რეგიონალური დირექტორი ჯემ გეიკი ესწრებოდნენ.

კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა, მედიასთან თანამშრომლობით, საზოგადოებას QNET -ის შესახებ ობიექტური და გამჭვირვალე ინფორმაცია მიაწოდონ. მათ აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში, ამ მიზნით , სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.

DSC_1801

„QNET -ი ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ვინმემ ის ფინანსურ პირამიდად მოიხსენიოს. ჩვენც გვახსოვს ფინანსური პირამიდები, მაგრამ მათი მიდგომა და ე.წ. ბიზნეს-მოდელი მკვეთრად განსხვავდება პირდაპირი გაყიდვებისა და ჩვენი კომპანიის ბიზნეს-მოდელისგან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩრდილიდან. ფინანსური პირამიდის, კომპანიის იმიჯისა და მომდევნო საქმიანობის შესახებ შეკითხვებზე პასუხი უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ Q NET -ი მომხრეა საქართველოში მიიღონ ფინანსური პირამიდების შესახებ კანონი, ამ სიაში კი ჩვენი კომპანია ვერასოდეს მოხვდება. აქვე გეტყვით, რომ ისეთი ცნობილი საფეხბურთო კლუბი, როგორიც არის მანჩესტერ სიტი, ფინანსურ პირამიდებთან არ თანამშრომლობს. ასევე, დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე, ფინანსურ პირამიდებს არ ეპატიჟებიან, ჩვენი კომპანია კი, იქ მიწვეული იყო. ეჭვებს იწვევს ის ფაქტი, რომ მედიაში არასრული ინფორმაციები ვრცელდება“,- აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს Q NET -ის პროდუქციისა და ბიზნეს-გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზევე დაეთვალიერებინათ ექსკლუზიურად Q NET -ისთვის დამზადებული შვეიცარული საათები და კოსმეტიკური ნაწარმი.

საერთაშორისო კომპანია Q NET-ის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს და 25-ზე მეტ ქვეყანაში ფილიალები და სააგენტოები გააჩნია. საქართველოში Q NET 2014 წლიდან დაფუძნდა და ბაზაში დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რომელმაც კომპანიის პროდუქცია შეიძინა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი