მთავარი სამართალი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა

0 709

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომელიც საქმეში დევს, არასაკმარისად მიიჩნია და კეზერაშვილი, ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდზე, გაამართლა.
ცნობისათვის, პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი