მთავარი პოლიტიკა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა

0 180

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ,,შენი მედია გუნდს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, ლევან მაისურაძე საკუთარი სურვილით, უწყებაში საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლა როტაციის წესს არ უკავშირდება. უწყებაში კი რეორგანიზაცია არ იგეგმება.

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე 2017 წლის ივნისში გიორგი მღებრიშვილმა დანიშნა. რამდენიმე თვეა მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი აღარაა და იგი საქმიანობას, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს.

მაისურაძე  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტშიც მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

ლევან მაისურაძემ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომელმაც როტაციის პრინციპით 11-12 მარტის აქციების შემდეგ რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი