მთავარი უცხოეთის ამბები აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება

აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას ბელაქანის რაიონული სასამართლო დღეს განაგრძობს. შესაძლოა დღეს ბოლო სხდომა იყოს, რის შემდეგაც მოსამართლე უკვე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. როდის იქნება განაჩენი, ამ ეტაპზე უცნობია.

ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული და მას ამჯერადაც დაესწრება ადამიანის უფლებათა სახლისა და 42-ე მუხლის წარმომადგნელი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩადის.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი