მთავარი სამართალი 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მოზარდი გარდაიცვალა

51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მოზარდი გარდაიცვალა

0 123

თბილისში, 51–ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მე-11 კლასის მოსწავლე, გარდაიცვალა.
2 მოსწავლე ხორავას ქუჩაზე დანით რამდენიმე წუთის წინ დაჭრეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთმანეთს 51-ე და 53 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. თუმცა, 53 -ე საჯარო სკოლის დირქტორმა ეკა გახარიამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

დაჭრის ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღვოდა.
„ჩვენი სკოლის ახლოს მოხდა ეს ინციდენტი. მშობლებიც ეზოში იყვნენ. როცა ჩხუბის ხმა გავიგეთ ყველანი ეზოში ჩავედით. ერთი დაჭრილი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, მეორეც დაჭრილი იყო. როგორც გავიგე, დანით დაჭრეს. ჩემი სკოლის არცერთი მოსწავლეს ამ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამოვრიცხავ. როგორც მოსწავლეებისგან გავიგე, ჩხუბი 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უცხო პირებს შორის მოხდა. ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო“, – აღნიშნა საუბრისას 53 -ე სკოლის დირექტორმა ეკა გახარიამ.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი