მთავარი საერთო ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ლიგაზე პირველი გამარჯევბა მოიპოვეს

ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ლიგაზე პირველი გამარჯევბა მოიპოვეს

0 42

საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა ნაკრები ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაება. პირველ მატჩში ქართველებმა კალათბურთელებმა ლატვიური „იუგლა” გაანადგურეს. ქორქიასა და მაისურაძის გუნდმა ბალტიისპირელებს 75:39 მოუგო. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურად ითამაშა. ყველაზე მაღალი შედეგი ლერი ბოკუჩავამ დააფიქსირა, რომელმაც 11 წუთში 13 ქულა ჩააგდო.

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პერსპექტიული 14-წლამდელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საერთაშორისო მატჩებში პირველად მონაწილეობენ.

ევროპის ლიგა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. ერთი წრე მოიცავს 5 მატჩს, ხოლო რეგულარული ჩემპიონატი 3 წრისგან შედგება.

პირველი წრე ლატვიის ქალაქ ვალმეირაში დაიწყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი