მთავარი სპორტი კახა შენგელიამ შიო ხეცურიანის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

კახა შენგელიამ შიო ხეცურიანის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

0 104

კახა შენგელიამ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის სასარგებლოდ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
შესაბამისი განცხადება შენგელიამ, შიო ხეცურიანთან ერთად, „კვირას” პრესკლუბში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“რამდენჯერმე მე და შიო ერთად ვიყავით მიწვეული დებატებში და კალათბურთთან მიმართებაში, ჩვენი აზრების უმეტესობა თანხვედრაში მოვიდა. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ კალათბურთის ირგვლივ და მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომელიც საბოლოო ჯამში, კალათბურთს სიკეთეს მოუტანს. შესაბამისად, მე მოვიხსენი კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ და ვარ მისი გუნდის წევრი“, – აღნიშნა კახა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი