მთავარი უცხოეთის ამბები დონალდ ტრამპი, M-13ის ბანდის წევრებს განადგურებით დაემუქრა

დონალდ ტრამპი, M-13ის ბანდის წევრებს განადგურებით დაემუქრა

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის მახლობლად, უიტონის რეგიონალურ პარკში პოლიციამ მიწაში ჩაფლული მამაკაცის თავმოჭრილი ცხედარი იპოვა. მას 100-მდე ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული და ამოჭრილი გული იქვე მიწაში გვამის გვერდით ესვენა. პოლიციის ინფორმაციით ეს სასტიკი მკვლელობა გაზაფხულზე იქნა ჩადენილი, მაგრამ გვამის მოძებნა მხოლოდ სექტემბერში გახდა შესაძლებელი ანონიმური წყაროს მეშვეობით.

სავარაუდო 10 ეჭვმიტანილიდან, რომლებიც ამერიკული კრიმინალური დაჯგუფება Ms-13 იგივე Mara Salvatrucha-ს წევრები არიან, ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ ერთი, 19 წლის მიგელ ლოპეზ-აბრეგო, რომლიც დაპატიმრებაც 11 ნოემბერს მოხდა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ამ სასტიკ მკვლელობას დიდიგამოხმაურება მოჰყვა ამერიკის მმართველ წრეებში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ გაანადგურებს Ms-13-ს და ყველა მის მსგავს ბანდას, რომლებიც პატიოსან ამერიკელებს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი