მთავარი უცხოეთის ამბები 5 ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფება მსოფლიოში

5 ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფება მსოფლიოში

მსოფლიოში ამჟამად არსებული 5 ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები:

  1. სოლნცევოს საძმო (რუსული მაფია) – დაარსდა 1980-იანი წლების ბოლოს სერგეი მიხაილოვის იგივე ,,მიხასის’’ მიერ. დამაარსებლებს შორის ერთერთი იყო ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ ხაჩიძე. დაჯგუფებას სახელი ეწოდა მოსკოვის სოლნცევოს რაიონის მიხედვით. ამჟამად მისი წევრების რაოდენობა 9000 ადამიანს ითვლის და წლიური შემოსავალი 8.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. შემოსავლის ძირითადი წყაროებია ნარკოტიკებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი. ნარკოტიკებიდან აღსანიშნავია ჰეროინი, რომელიც რუსეთში ავღანეთიდან შედის. არსებული მონაცემებით რუსეთი მოიხმარს მსოფლიოში წარმოებული ჰეროინის 12%. 2010 წელს ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ,,სოლნცევოს საძმო’’ თავის საქმიანობას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მფარველობის ქვეშ ახორციელებს. ზოგადად რუსული მაფია დეცენტრალიზებულია და შედგება 10 კვაზი ავტონომიური ბრიგადებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ.
  1. იამაგუჩი გუმი (იაკუძა, იაპონია) – იაკუძას ერთერთი ჯგუფი და ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფება მსოფლიოში. პირველ ადგილზეა ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავლებითაც. მისი წლიური შემოსავლები 6.6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. განსხვავებით რუსული მაფიისგან, იაკუძას დაჯგუფებები უაღრესად ცენტრალიზებულია, იერარქიულია და ძირითადად ოჯახურ-ნათესაურ ურთიერთობებზე დაყრდნობული კონგლომერატია. ბოლო წლებში იაპონიის მთავრობის მიერ იაკუძას წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკით თუ სხვა ჯგუფები დასუსტდნენ, იამაგუჩი გუმი პირიქით გაძლიერდა და საკუთარი შემოსავლიანი საქმიანობა კიდევ უფრო გაზარდა.

23804572_10213137228898494_208293146_n

  1. კამორა (კოზა ნოსტრა, იტალია) – მაშინ როცა აშშ-ში იტალიურ-ამერიკული მაფია ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად დასუსტდა, იტალიაში მათ ფეხი კვლავ მტკიცედ აქვთ გადგმული საზოგადოებაში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. განსაკუთრებით ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე უნდა ითქვას, რომელთა უმეტესობასაც კოზა ნოსტრასთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ. ამჟამად კოზა ნოსტრას ჯგუფებიდან ყველაზე ძლიერი არის კამორა, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაარსდა და მოქმედების არეალად იტალიის კამპანიის რეგიონი და განსაკუთრებით კი მისი ცენტრი ნეაპოლი აქვს არჩეული. მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც ძირითადად მოდის ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, სექსუალურ ექსპლოატაციაზე, აზარტულ თამაშებზე, იარაღით ვაჭრობაზე და ა.შ.

23845499_10213137228138475_529008260_n

 

  1. ნდრაგენტა (კოზა ნოსტრა, იტალია) – იტალიური მაფიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც კალაბრიის რეგიონშია ბაზირებული. იგი კოზა ნოსტრას სხვა დაჯგუფებებისგან განსხვავებით ძირითადად ორიენტირებულია ტრანსატლანტიკურ ნარკო ტრეფიკზე და მჭიდრო ურთიერთობები აქვს დამყარებული სამხრეთ ამერიკულ ნარკო კარტელებთან, რომელთა მიერ წარმოებული კოკაინიც ევროპულ ბაზარზე შემოაქვს.

 

23845388_10213137229098499_1192884500_n

 

  1. სინალოას კარტელი (მექსიკა) – მექსიკის ყველაზე დიდი ნარკოკარტელი. სამხრეთ ამერიკაში წარმოებული კოკაინის მთავარი დისტიბუტორი ამერიკულ ბაზარზე. თეთრი სახლის მონაცემებით ყოველწლიურად ამერიკელები დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს ხარჯავენ ნარკოტიკებზე. აქედან 6.5 მილიარდი დოლარი მიდის მექსიკური კარტელების ჯიბეში. კონკრეტულად სინალოას კარტელის წლიური შემოსავალი დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

23782205_10213137228298479_876654471_n

 

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი