მთავარი სპორტი 23 წლის წინ, საქართველო – უელსი 5-0

23 წლის წინ, საქართველო – უელსი 5-0 [ვიდეო]

0 415

ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული დღეები არც ისე ბევრია,  ყოველშემთხვევაში მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირს გამოვეყავით. თუმცა მაინც მოვძებნით ხოლმე გამოსარჩევ თამაშებსა თუ დღეებს. ზუსტად 23 წლის წინ, 16 ნოემბერს იყო ერთ-ერთი ასეთი დღე, როდესაც ევროშესარჩევის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა, მაშინდელ “ბორის პაიჭაძეზე” უელსს უმასპინძლა და შინ განადგურებული გაუშვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამ შეხვედრაში ასეთი გახლდათ:  დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი 42), გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი 76), ქინქლაძე, შოთა არველაძე.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

ბრიტანელებმა შემდეგი ფეხბურთელები დაგვიპირისპირეს:  საუთჰოლი, ნელსონი (საიმონსი 46), ბოუენი, მელვილი, კოულმენი, ფილიპსი, ჰორნი, სონდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი.
მწვრთნელი: მაიკ სმიტი

ლეგენდარული რაიან გიგზის გარეშე ჩამოსულ უელსს, საქართველოს ნაკრებმა 5-0 სძლია. თითო გოლი გოგრიჭიანმა, ქინქლაძემ და შოთა არველაძემ გაიტანეს. დუბლის შესრულება თემურ ქეცბაიამ ითავა საკუთარ თავზე.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი