მთავარი სხვადასხვა 163-კარატიანი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

163-კარატიანი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

0 171

უნიკალური სამკაული, 163-კარატიანი ბრილიანტის თვლით Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად 33,7 მლნ დოლარად გაიყიდა.

უზადო ბრილიანტი ყელსაბამშია ჩასმული. მის გარდა სამკაულს ამშვენებს მცირე ზომის 18 ბრილიანტის ქვა და 66 მსხლის ფორმის ზურმუხტი.

სამკაული საიუველირო სახლმა de GRISOGONO-მა ერთ ეგზემპლარად დაამზადა. თავად ბრილიანტი 404-კარატიანი ალმასიდან შექმნეს, რომელიც ანგოლაში 2016 წელს იპოვეს. მის დამუშავებას 11 თვე დასჭირდა.  დამზადებაზე კი ათი ექსპერტ-იუველირი მუშაობდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი