მთავარი საზოგადოება სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე განმარტებით, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში სამივე დაჭრილს მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, სამი დაჭრილიდან ორ სპეცრაზმელს კიდურების არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა, რომელიც უკვე დამუშავდა და მათ დამატებითი ჩარევა არ სჭირდებათ. რაც შეეხება მესამე დაჭრილ სპეცრაზმელს, ზაზა სოფრომაძის განმარტებით, მას მოტეხილი აქვს წვივის ძვალი და ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ოპერაცია უტარდება.

”ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობები, ჩაუტარდათ პირველადი სამედიცნო დამხარება და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობას, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაცია მთავრდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა სოფრომაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი