მთავარი გამოძიება სპეცოპერაცია ესპანეთში – დაკავებულია 19 ქართველი

სპეცოპერაცია ესპანეთში – დაკავებულია 19 ქართველი

0 345

ესპანეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა, რომელთაგან 19 საქართველოს მოქალაქეა. სპეცოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

შსს ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი.

ესპანეთის სამეფოს ქალაქებში – მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.

ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს” , – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი