მთავარი საზოგადოება სომხეთი საქართველოს ძირძველ ქართულ სოფელს ედავება

სომხეთი საქართველოს ძირძველ ქართულ სოფელს ედავება

0 1157

ჰუჯაბის მონასტრისა და არპის ნაციონალური ტყე-პარკის შემდეგ, სომხეთი საქართველოს კიდევ ერთ ტერიტორიას ედავება. საქმე ამჯერად ეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმას, რომლის მოსახლეობის 95% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სოფელი ამ დროისთვის ორად არის გაყოფილი და რამდენიმე სახლი ესომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება, ისინი იზოლირებულნი არიან სოფლის დანარჩენ ნაწილთან და არ ეძლევათ სახნავ-სათესი მიწების გამოყენების საშუალება.

სოფელი ბურმა – მარნეულის მუნიციპალიტეტში შემავალი ეს სოფელი საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ რომ დაუდგენელი საზღვრის გამო მათ პრობლემები ექმნებათ. დადგენილი აქვს თუ არა საქართველოს სასაზღვრო ზოლი მეზობელ სომხეთთან და რატომ ვკარგავთ ტერიტორიებს ეტაპობრივად, ეს ის კითხვებია რომელზეც ჯერ პასუხი არავის აქვს და სავარაუდოდ არც ექნებათ. საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ კი მუშაობა წესით სექტემბერში უნდა დაასრულოს და დაიწყოს სასაზღვრო ზოლის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშაოები.

ამ თემაზე, ორი წლის წინ, გადაცემა “მრავალკუთხედმა” სიუჟეტიც კი მოამზადა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი