მთავარი საზოგადოება საქართველოს მოქალაქეების არალეგალური იმიგრაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ისრაელის მაღალჩინოსანი დააკავეს

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური იმიგრაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ისრაელის მაღალჩინოსანი დააკავეს

ისრაელის ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და „ბენ-გურიონის“ აეროპორტის თანამშრომელი პოლიციამ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური იმიგრაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, თავისი „მომსახურებისთვის“ დაკავებულები ათასობით აშშ დოლარს იღებდნენ.

კერძოდ, სამინისტროს თანამშრომელს ბრალად ედება ქრთამის აღება, თაღლითობა და საზღვრის გადაკვეთის შესახებ კანონის დარღვევა. აეროპორტის თანამშრომელს კი ბრალად ედება ქრთამის აღება და საზღვრის გადაკვეთის შესახებ კანონის დარღვევა.

გამოძიების მასალების თანახმად, ბრალდებულები ინსტრუქციებს აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ხელს უწყობდნენ სასაზღვრო კონტროლის შეუფერხებლად გავლაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი