მთავარი ეკონომიკა სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულებამ 2.7 ლარს, ევრომ კი 3.16-ს მიაღწია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულებამ 2.7 ლარს, ევრომ კი 3.16-ს მიაღწია

0 488

ამ წუთებში ჩვენი ინფორმაციით სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკული დოლარის შეძენა 2.688-2.70 ლარად არის შესაძლებელი.
1 აშშ დოლარის გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.68 ლარად შეუძლიათ.

რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა მოქალაქეებს, 3.16 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი ევროს 3.123-3.145 ლარად ყიდულობენ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარი შეადგინა და ეს კურსი ძალაში ხვალიდან შევა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6538 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში დღეს კი 0.0292 ლარით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს,მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ 3.1437 ლარი  იქნება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი