მთავარი უცხოეთის ამბები მომავალი წლიდან, შესაძლოა მსოფლიოს, კიდევ ერთი, ახალი, სუვერენული სახელმწიფო შეემატოს

მომავალი წლიდან, შესაძლოა მსოფლიოს, კიდევ ერთი, ახალი, სუვერენული სახელმწიფო შეემატოს

სავარაუდოდ მომავალი წლიდან მსოფლიოს კიდევ ერთი ახალი სუვერენული სახელმწიფო შეემატება. პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ახალი კალედონიისა და საფრანგეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2018 წლის ნოემბერში ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვაზე. დღემდე ახალი კალედონია საფრანგეთის მმართველობის ქვეშ მყოფი განსაკუთრებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია, თუმცა 1998 წელს ხელმოწერილი ნუმეას შეთანხმებით საფრანგეთი ვალდებულია არაუგვიანეს 2018 წლისა მისცეს მის მოსახლეობას უფლება რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური ბედი.

შეგახსენებთ, ახალი კალედონია წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის აღმოსავლეთით მდებარეობს და მოიცავს ერთ დიდ კუნძულს გრანდ-ტერს და კიდევ რამოდენიმე მცირე კუნძულს. ამჟამად მისი მოსახლეობა 275 ათასს აჭარბებს, რომელთა 45%-ს ადგილობრივი აბორიგენი კანაკი მოსახლეობა შეადგენს. 1980-იან წლებში მიმდინარეობდა დაპირისპირება საფრანგეთის არმიასა და კანაკ სეპარატისტებს შორის, რომელსაც ათეულობით კანაკი და ფრანგი შეეწირა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი