მთავარი უცხოეთის ამბები მკვლელობის კულტის სულიერი ლიდერი, ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

მკვლელობის კულტის სულიერი ლიდერი, ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

კალიფორნიაში, ბეკერსფილდის ჰოსპიტალში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩარლზ მენსონი, ე.წ. მკვლელების კულტის სულიერი ლიდერი. 1960-იან წლებში მენსონმა გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა თანამოაზრეები, დაარწმუნა ისინი, რომ იგი იყო იესო ქრისტეს რეინკარნაცია და უბიძგა მათ მასობრივი მკვლელობების ჩადენისკენ. მას სჯეროდა, რომ აშშ-ში რასობრივი ომი იყო კარზე მომდგარი და ფიქრობდა, რომ მკვლელობებში ხალხი შავკანიან მოსახლეობას დაადანაშაულებდა და ამით რასობრივ დაძაბულობას გამოიწვევდა.

შედეგად მისმა მიმდევრებმა, რომლებიც შემდეგ ,,მენსონის ოჯახის’’ სახელით გახდნენ ცნობილნი, 1969 წელს 9 ადამიანის მკვლელობა ჩაიდინეს. მსხვერპლთა შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე შარონ ტატე, რომელსაც ჯერ დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მისი სახლის კარებზე მისივე სისხლით სიტყვა ,,ღორი’’ დაწერეს. მკვლელებმა ტატეს სახლში მყოფი კიდევ 4 ადამიანი დანებით აჩეხეს. შემდეგ დღეს მათ კიდევ ერთი ცნობილი და შეძლებული ლოს-ანჯელესის მკვიდრი ცოლ-ქმარი ლენო და როზმარი ლებიანკები გამოასალმეს სიცოცხლეს.

მიუხედავად იმისა, რომ მენსონი თვითონ არ მონაწილეობდა ადამიანების მკვლელობებში, იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა იმ პერიოდში კალიფორნიაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა და მას სასჯელი 9-გზის სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. პატიმრობისას მან 12-ჯერ მიმართა შეწყალებისთვის შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ყველა თხოვნაზე უარი მიიღო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი