მთავარი საზოგადოება “მალე გაიგებთ ვინ მოკლა გურამ შარაძე” – რუსუდან შარაძე

“მალე გაიგებთ ვინ მოკლა გურამ შარაძე” – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ამბობს, რომ მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი ციხეში დღემდე ტყუილად იჯდა.

შარაძის ინფორმაციით, ბარათელი მზად იყო სიმართლე ეთქვა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თუმცა ის შეაშინეს და ამიტომ დღემდე მკვლელობას იბრალებს.

„2012 წელს, ის ამბობდა რომ არ იყო მკვლელი და ხელახლა დაკითხვა მოითხოვა. მზად იყო სიმართლე ეთქვა გამოძიებისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ საქმე გაიწელა. ამასობაში მას შეეხო ამნისტია იმ 28 წელზე, რაც ჰქონდა შეფარდებული. საქმის ამ გაწელვაში, ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია და დაუმატეს 2 წელი. მას რეალურად საპატიმრო 2 წლის წინ უნდა დაეტოვებინა. ეს ყველაფერი მოხდა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისა და სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს. ამდენი წელი, რა ჯოჯოხეთი გაიარა ამ ადამიანმა ღმერთმა იცის. მე სამჯერ შევხვდი გიორგი ბარათელს. ყველაფერი მომიყვა მეც და გამომძიებელსაც, თუმცა ჩვენებას, რომლითაც სიმართლეს ამბობდა, ხელი არ მოაწერა, ვინაიდან თქვა, რომ ეშინია. ვინ არის მკვლელი საზოგადოება აუცილებლად გაიგებს“, – აცხადებს რუსუდან შარაძე.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი