მთავარი სპორტი ისტორიაში პირველად – ბორჯღალოსნები უელსს დაუპირისპირდებიან

ისტორიაში პირველად – ბორჯღალოსნები უელსს დაუპირისპირდებიან

0 408

შაბათს, ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანია დღეა. ისტორიაში პირველად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსის გუნდს დაუპირისპირდება.

2017 შემოდგომის ტესტები, ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. 11 ნოემბერს, საქართველომ დინამო არენაზე კანადას უმასპინძლა და 54-22 გაანადგურა. საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადა უელსმა. “წითელი დრაკონები” ავსტრალიასთან 21-29 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 სანაკრებო შეხვედრაში, უელსმა 6-ში იმარჯვა, ხოლო “ბორჯღალოსნებმა” 7 გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, შემადგენლობები უკვე დაასახელს.

უელსის ეროვნული ნაკრები:

უკანა ხაზი: 15. ლიამ უილიამსი; 14. ალექს ქათბერტი; 13. სკოტ უილიამსი; 12. ოუენ უოტკინი; 11. ალამ ამოსი; 10. რის პრისლენდი; 9. რის უები.

წინა ხაზი: 1. ნიკი სმიტი; 2. კრისტიან დეისი; 3. ლეონ ბრაუნი; 4. ადამ ბერდი; 5. ქორი ჰილი; 6. დენ ლიდიატე; 7. სემ ქროსი; 8. სებ დევისი.

მარქაფა: 16. ელიოტ დი; 17. ალუნ ვინ ჯონსი; 18. თომას ფრანცისი; 19. ჯოშ ნევიდი; 20. ტაულუპე ფალეტაუ; 21. ალედ დევისი; 22. დენ ბიგარი; 23. ოუენ უილიამსი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები:

უკანა ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი; 14. გიორგი კოშაძე; 13. დავით კაჭარავა; 12. მერაბ შარიქაძე; 11. მირიან მოდებაძე; 10. ლაშა ხმალაძე; 9. ვასილ ლობჟანიძე.

წინა ხაზი: 1. მიხეილ ნარიაშვილი; 2. ჯაბა ბრეგვაძე; 3. ლევან ჩილაჩავა; 4. კონსტანტინე მიქაუტაძე; 5. გიორგი ნემსაძე; 6. ლაშა ლომიძე; 7. ვიტო კოლელიშვილი; 8. ბექა ბიწაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი; 17. კარლენ ასიეშვილი; 18. სოსო ბეკოშვილი; 19. გიორგი ჩხაიძე; 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბეგაძე; 22. რევაზ ჯინჭველაშვილი; 23. მერაბ კვირიკაშვილი.

ისტორიული შეხვედრა შაბათს, 18 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი