მთავარი საზოგადოება თამაზ შავშიშვილი, სხვა დეპორტირებულებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა

თამაზ შავშიშვილი, სხვა დეპორტირებულებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა

უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი საქართველოში ჩამოვიდა.
ისინი საქართველოში ბორნით ჩამოიყვანეს.
მისი თქმით, უცნობმა პირებმა ის სახლიდან გაიტაცეს და თვალახვეული მიიყვანეს გემზე. მისივე თქმით, მას განუმარტეს, რომ სამი წლის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შევა.
შავშიშვილი აცხადებს, რომ მას აქვს ერთი კვირის წინ მიღებული აკრედიტაცია, რომელშიც წერია, რომ უფლება აქვს, უკრაინაში პროფესიული მოვალეობა შეასრულოს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი