მთავარი საერთო ზინედინ ზიდანი: ,,მადრიდის “რეალი” ვართ და ჩვენგან ყოველთვის უფრო მეტს ითხოვენ”

ზინედინ ზიდანი: ,,მადრიდის “რეალი” ვართ და ჩვენგან ყოველთვის უფრო მეტს ითხოვენ”

“აპოელთან” დაპირისპირების წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პრესასთან ისაუბრა.

“გუნდი მწყობრშია. ისევე მიზანმიმართულად ვართ განწყობილნი, როგორც მადრიდულ დერბიზე ვიყავით. გუნდი პლეი-ოფში გასვლისგან ერთ ნაბიჯშია, ხვალ კი მორიგი სამი ქულის მოპოვება გვსურს.

ახლა ტრანსფერებზე საუბრის დრო არ არის. ჩემთვის ხვალინდელი მატჩია მნიშვნელოვანი და ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან.

“აპოელი” – ძალიან კარგი გუნდია და ეს დაამტკიცა. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე დამსახურებულად თამაშობენ. “ბერნაბეუზე” პირველ შეხვედრაში, საკმაოდ ხარისხიანად გამოიყურებოდნენ. ხვალ კი, რთული მატჩი გველის და ყველაფრისთვის მზად ვართ.

ბენზემას პირველ რიგში სურს განვითარება. აქ იმისთვის ვარ, რომ მთელ გუნდს დავეხმარო და არა მარტო კარიმს. კოლექტივი განვითარებას აგრძელებს, მაგრამ ჩვენ რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ. უახლოეს მატჩში ამ პრობლემის გადაწყვეტა გვსურს.

ჩვენ მუშაობაში სირთულეები აშკარაა, მაგრამ მადრიდის “რეალი” ვართ და ჩვენგან ყოველთვის უფრო მეტს ითხოვენ, ამას ვხვდებით. თითოეულ ფეხბურთელს სურს, უფრო მეტი ითამაშოს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყოს. როგორც მწვრთნელი მე ვწყვეტ, ვინ ითამაშებს და ვინ არა. ჩემი ამოცანაა – ფეხბურთელები იმისთვის მოვამზადო, რომ მუდამ მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლონ.

ძალიან მომწონს, “რეალის” ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელთან კონტაქტის დაჭერა. ისინი გამოუცდელები და მიზანმიმართულები არიან. მაგალითად, ასენსიო, რომელიც გაცილებით ნაკლებს თამაშობდა თავის პირველ სეზონში. იგივე ელის სებალიოსს და ლიორენტეს. მათ შესანიშნავი მომავალი ელით და ნელ-ნელა სათამაშო დროც მოემატებათ. ამ ფეხბურთელებს “სამეფო კლუბში” მომავალი ნამდვილად აქვთ.

მე მუდამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან გამიმართლა, მე ხომ ჩემი სამსახურით სიამოვნებას ვიღებ და ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ. ახლა დადგა პერიოდი, როდესაც, შესაძლოა, ვინმეს მღელვარებამ იმატოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ნამდვილად არ მოხდება.”

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი