მთავარი პოლიტიკა ვახტანგ გომელაური: სპეცოპერაცია ამდენ ხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები, ძალოვანები და პოლიციელები...

ვახტანგ გომელაური: სპეცოპერაცია ამდენ ხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები, ძალოვანები და პოლიციელები არ დაშავებულიყვნენ

0 618

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ, თუმცა ამის საფრთხე არსებობდა.

ამის შესახებ მან რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილები მოინახულა.

”საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა იყო, რადგან სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ”, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაური განმარტავს, მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, რომ არ დაშავებულიყვნენ სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოყოლოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

”პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილი არიან ჩვენი და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ოპერაცია ასე. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები. აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ძალოვანი უწყებების 4 თანამშრომელი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი