მთავარი სპორტი დანი კარვახალი: “ვფიქრობდი, რომ კარიერის დასრულება მომიწევდა”

დანი კარვახალი: “ვფიქრობდი, რომ კარიერის დასრულება მომიწევდა”

0 339

მადრიდის “რეალის” მცველმა, დანი კარვახალმა, მწყობრში დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს კლუბის ექიმებმა დანის პერიკარდის ვირუსული ზიანი აღმოუჩინეს. მარტივად რომ ვთქვათ, ვირუსი, რომელიც გულის მუშაობას აფერხებდა. მას შემდეგ, ფეხბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა და ერთი პერიოდი რეაბილიტაციას საავადმყოფოშიც კი გადიოდა.

“შემეშინდა და ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლოა რაიმე ქრონიკულად იქცეს და საბოლოო ჯამში, კარიერის დასრულება მომიწევს. ამაზე ნამდვილად ვფიქრობდი.

თუმცა, ექიმები მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო და რომ ასეთი რამ ხშირად ხდება. უბრალოდ, ისინი მთხოვენ, რომ წამლები დროულად მივიღო და სიმშვიდე შევინარჩუნო. პირველი 3-4 კვირა მართლაც საშინელი იყო, ჩემთვის გადაადგილებაც არ შეიძლებოდა. სხეული აქტიურ ქმედებებს ითხოვდა, მე ხომ სპორტსმენი ვარ. თუმცა, ეს ყველაფერი მეკრძალებოდა.

მოედანზე დაბრუნებას უფრო ადრე ვისურვებდი, მაგრამ მოვილაპარაკეთ, რომ ეს სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდებოდა. მზად ვარ შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძოლო და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.”

ბოლო გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯები კარვახალს მადრიდულ დერბიში ასპარეზობის უფლებას არ აძლევენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი