მთავარი ეკონომიკა გიორგი გახარია: ,,ლარის მერყეობა წელსაც რბილად გადაილახება”

გიორგი გახარია: ,,ლარის მერყეობა წელსაც რბილად გადაილახება”

0 423

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურების საკითხს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესები სეზონურ ფაქტორთანაა დაკავშირებული.
მინისტრი იმედოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდება.
“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”, აღნიშნა გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი