მთავარი სპორტი ბუფონის და კიელინის შემდეგ, იტალიის ნაკრები კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა

ბუფონის და კიელინის შემდეგ, იტალიის ნაკრები კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა

0 300

იტალიის ნაკრების მცველმა, ანდრეა ბარძალიმ, შვედეთთან მატჩის შემდეგ თავისი იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა ნაკრებმა 1958 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ მოახერხა და, იქვე დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი ბუფონთან, ჯორჯო კიელინისთან და დანიელე დე როსისთან ერთად, სანაკრებო კარიერას ისიც ასრულებს.

“საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ეს ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. იტალიის ნაკრები უნიკალურ ურთიერთობებს ამყარებს – ქმნის დიდებულ ურთიერთობებს იტალიელ გულშემატკივრებს შორის, ნაკრები აერთიანებს. ნამდვილად სირცხვილია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა.

არ ვიცი, სად დავუშვით შეცდომა, ყველაფერი, რაც ახლა ვიცი, არის ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავედით. ეს კოლოსალური იმედგაცრუებაა, მაგრამ იმედია, უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელები ამ სიტუაციას გაუმკლავდებიან და ჩვენზე უკეთ გაართმევენ თავს. ოთხი-ხუთი ვეტერანის ეპოქა დასრულდა, ახლა იწყება ახალგაზრდა, გამარჯვებებს მოწყურებული ბიჭების თაობა და ეს ასეც უნდა იყოს.”

რაც შეეხება დე როსის, მან შემდეგი რამ განაცხადა:

“10 წელზე მეტი შევალიე საკუთარი ქვეყნის ფერების დაცვას და მისი მაისურის გახდა უკანასკნელად – რაღაცნაირი შეგრძნებაა. გვყავს ბიჭები, რომელთა გარშემოც უნდა აეწყოს ახალი, მომავალზე გათვლილი ნაკრები.”

34 წლის დე როსიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი