მთავარი უცხოეთის ამბები აშშ, კორეის მახლობლად,უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო წვრთნებს ატარებს (ვიდეო)

აშშ, კორეის მახლობლად,უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო წვრთნებს ატარებს (ვიდეო)

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის აზიური ვიზიტები მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოკავშირეების მოძიებასა და მხარდაჭერის მოპოვებაზე არ იყო მიმართული. აშშ-ს პრეზიდენტის აზიური ტურნეს დასრულების პარალელურად, შტატების სამხედრო საზღვაო ძალები თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან ერთად უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო წვრთნებს ატარებენ, ჩრდილოეთ კორეის მახლობლად საერთაშორისო წყლებში. წვრთნებში სხვა ამერიკულ ხომალდებთან ერთად სამი ავიამზიდი ,,რონალდ რეიგანი’’, ,,თეოდორ რუზველტი’’ და ,,ნიმიცი’’ მონაწილეობენ. იაპონიის მხრიდან ძირითადად ჩართული არიან გამანადგურებლის (ესმინეცი) ტიპის ხომალდები, ხოლო სამხრეთ კორეის მხრიდან კი 7 საბრძოლო ხომალდი. საზღვაო წვრთნები შაბათს დაიწყო და მისი დასრულება სამშაბათისთვის იგეგმება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი