მთავარი უცხოეთის ამბები ანგელა მერკელის ეპოქა დასასრულს უახლოვდება

ანგელა მერკელის ეპოქა დასასრულს უახლოვდება

გერმანიაში კანცლერ ანგელა მერკელის ერა შესაძლოაახლო მომავალში დასრულდეს. საქმე იმაშია, რომ გერმანიის თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 4 კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ უარი თქვა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან და მწვანეებთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. შედეგად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. არჩევნების დანიშვნა გერმანიის პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამ საკითხზე კანცლერმა მერკელმა უკვე გამართა კონსულტაციები ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისი არ ახსოვს. სექტემბრის არჩევნებში მიღებული ცუდი შედეგების შემდეგ კოალიციის ვერშექმნა მერკელის ავტორიტეტისათვის სერიოზული დარტყმა იქნება და დიდი შანსია მომავალ არჩევნებში პარტიამ მის ნაცვლად ახალი ლიდერის ძებნა დაიწყოს. გამომდინარე შექმნილი მძიმე ვითარებიდან, ანგელა მერკელი გასულ კვირას შვედეთში ჩატარებულ ევროკავშირის ლიდერების სამიტს არ დაესწრო და განაცხადა, რომ რაღაც დროით იგი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საქმეებით იქნება დაკავებული. ლიდერი, რომელიც წლების მანძილზე გერმანელი ხალხისთვის სტაბილურობის გარანტი იყო, დღეს უკვე კრიზისის სიმბოლო გახდა და პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი