მთავარი სპორტი QNET-ის ტურნირი ჩოგბურთში, ლაშა კიზირიასა და მიხეილ ნაბიჯაშვილის გამარჯვებით დასრულდა

QNET-ის ტურნირი ჩოგბურთში, ლაშა კიზირიასა და მიხეილ ნაბიჯაშვილის გამარჯვებით დასრულდა

0 272

თბილისში  ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი  დასრულდა. კომპანია  QNET-ისა  და  საქართველოს მოყვარულ ვეტერან  ჩოგბურთელთა  ფედერაციის მიერ ორგანიზებული  პირველობა  ორ კვირას გაგრძელდა და საბოლოოდ მოყვარულ წყვილთა თანრიგში ლაშა კიზირიასა და მიხეილ ნაბიჯაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მზიურში მდებარე ოლიმპიურ კორტებზე  გამართულ  ტურნირზე  ჯამში 70-მდე მოყვარულმა სპორტცმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები კომპანია QNET-მა გადასცა.კომპანიაში და ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ  ერთობლივ სადებიუტო ტურნირს ტრადიციული სახე მიიცემა, რაც ჯანსაღი ცხოვრების  წესის  აგიტაციას  შეუწყობს ხელს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი