მთავარი სპორტი ფიფა-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი...

ფიფა-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა

0 226

ფიფა-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა. ფეხბურთისსაერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრიზის – The Best-ისდაჯილდოვების ცერემონია ლონდონში გაიმართა. 

2016-17 წლების სეზონისსაუკეთესო ფეხბურთელი გახდა მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ. მან ამ ნომინაციაში ლიონელ მესი (“ბარსელონა”) და ნეიმარი (“პარი სენ-ჟერმენი”) დაამარცხა. პორტუგალიელისთვის ეს იყო მეხუთე გამარჯვება და ამ მაჩვენებლით მესის გაუთანაბრდა.
გალა-წარმოდგენაზე, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბაუძღვებოდა, სხვა ჯილდოების მფლობელებიც გამოვლინდა:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ლიკე მარტენსი (ჰოლანდია)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვიგმანი (ჰოლანდია)
წლის საუკეთესო გოლი – ოლივიე ჟირუ (“არსენალი”)
ფანების პრიზი – “სელტიკის” გულშემატკივრები
ფეარ პლეის პრიზი – ფრანსის კონე.
წლის სიმბოლური ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი – დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი, სერხიო რამოსი, მარსელო – ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლუკა მოდრიჩი – კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი.

დაჯილდოების ცერემონია პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი